This is the Trace Id: c0b910b4489e909774334c54fb50ae6a
გადასვლა ძირითად შიგთავსზე Azure Copilot Windows Surface Xbox Outlook Accessories Microsoft AI Microsoft Security Azure Dynamics 365 Microsoft 365 for business Microsoft Power Platform Windows 365 Developer Center Documentation Microsoft Learn Microsoft Tech Community Microsoft Marketplace AppSource Visual Studio View Sitemap

Windows Vista-ს ენის ინტერფეისის პაკეტი

ყურადღება! შრიფტების მხარდაჭერის პაკეტი უნდა დაინსტალირდეს Vista LIP-ის პაკეტის ინსტალაციამდე. შრიფტების პაკეტი შეიცავს მნიშვნელოვან ინფორმაციას შრიფტების განახლების შესახებ, რაც უზრუნველყოფს თქვენი ენის კორექტულ გამოსახვას. შრიფტის პაკეტის ინსტალაციისათვის დააწკაპუნეთ ბმულზე „შრიფტის პაკეტის ინსტალაცია“ ქვემოთ.

მნიშვნელოვანია! ქვემოთ მოცემული ენის არჩევისას გვერდის შიგთავსი დინამიურად ამ ენაზე შეიცვლება.

ჩამოტვირთვა
  • ვერსია:

    1.0

    გამოქვეყნების თარიღი:

    26.7.2019

    ფაილის სახელი:

    LIP_ka-GE.mlc

    ფაილის ზომა:

    2.6 MB

    შრიფტის პაკეტის ინსტალაცია.

    Windows Vista-ს ენის ინტერფეისის პაკეტი (LIP) Windows Vista-სათვის უზრუნველყოფს Windows-ის ხშირად გამოყენებადი ადგილების ნაწილობრივ ნათარგმნ ვერსიას. LIP-ის ინსტალაციის შემდეგ ტექსტი ოსტატებში, დიალოგურ სარკმელებში, მენიუებში, დახმარებასა და მხარდაჭერაში და სხვა მომხმარებლის ინტერფეისის სხვადასხვა ელემენტებში გამოისახება LIP-ის ენაზე. ტექსტი, რომელიც არ გადაითარგმნა, გამოსახული იქნება Windows Vista-ს საწყისს ენაზე. მაგალითად, თუ აირჩევთ Windows Vista-ს ესპანურ ვერსიას და დააინსტალირებთ კატალონიურ LIP-ს, ზოგიერთი ტექსტი დარჩება მაინც ესპანურ ენაზე. შეგიძლიათ დააინსტალიროთ ერთზე მეტი LIP-ი, ასე რომ, კომპიუტერის თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება გამოსახოს მომხმარებლის ინტერფეისი მისთვის საჭირო ენაზე.
  • მხარდაჭერილი ოპერაციული სისტემები

    Windows Vista

    • Microsoft Windows Vista
    • მომხმარებლის ინტერფეისი შემდეგ ენაზე: ინგლისური
    • 4.63 მბაიტი თავისუფალი სივრცე ჩამოსატვირთად
    • 15 მბაიტი თავისუფალი სივრცე ინსტალაციისათვის

    მხარდაჭერილი პლატფორმები: LIP-ი მუშაობს მხოლოდ Windows Vista-ს 32-ბიტიან ვერსიებთან და ვერ დაინსტალირდება Windows-ის წინა ვერსიებზე ან Windows Vista-ს 64-ბიტიან ვერსიაზე.
    1. დააწკაპუნეთ ღილაკზე ჩამოტვირთვა ამ გვერდზე ჩამოტვირთვის დასაწყებად, ან აირჩიეთ განსხვავებული ენა ჩამოსაშლელი სიიდან და დააწკაპუნეთ ღილაკზე გადასვლა.
    2. შეასრულეთ ერთ-ერთი მოქმედება:
      • ინსტალაციის დაუყოვნებელი დაწყებისათვის, დააწკაპუნეთ „პროგრამის გახსნა ან გაშვება მისი მიმდინარე მდებარეობიდან“.
      • ჩამოტვირთვული ფაილის კოპირებისათვის და მოგვიანებით ინსტალაციისათვის, დააწკაპუნეთ ღილაკზე დამახსოვრება ან ამ პროგრამის დისკზე დამახსოვრება.
Ქართული (საქართველო)
თქვენს კონფიდენციალურობის არჩევანზე უარის თქმის ხატულა თქვენი კონფიდენციალურობის არჩევანი
მომხმარებელთა ჯანმრთელობის კონფიდენციალურობა Contact Microsoft Privacy & Cookies Manage cookies Terms of Use Trademarks About our ads